ლევან მახარაშვილი

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე

ადვოკატი, იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.

ლევან მახარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია სამართალმცოდეობის სპეციალობით.

ის გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2012 წლიდან და ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ.

ლევანი, 15 წელზე მეტია, რაც მუშაობს იურისტად სხვადასხვა სფეროში. 2006 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ პროკურორად, იურიდიული სამმართველოს უფროსად და საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

2012 წლიდან - დღემდე ლევანი არის იურიდიული კომპანია DLG&Case-ის მმართველი პარტნიორი. 2016 წლიდან ლევანი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრის“ (Center for Competition) – პროექტების მენეჯერი.

2007 წლიდან ლევანი ასევე კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველო ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ის არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და საქართველოს პრეზიდენტის N30/05/04 განკარგულებით დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი